ჩვენს შესახებ

Parfen - პარფიუმერიის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ბრენდი ბულგარეთში, დახვეწილი სუნამოების შექმნის ტრაციით 1996 წლიდან. 18 წელზე მეტია „პარფენი“ წარმატებით ახერხებს მაღალი ხარისხის დახვეწილი პარფიუმერიის წარმოებას ყველაზე მიმზიდველ ფასად. 3000 კვ.მ. საერთო ფართის მქონე ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზებით და თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სუნამოების მომწოდებლებთან. 100000 ლიტრი მოცულობის 2 მილიონზე მეტი შეფუთვა ნაწილდება 350-ზე მეტი არომატის მქონე სხვადასხვა ტიპისა და ზომის პარფიუმერულ პროდუქტად. 50-ზე მეტი სპეციალისტისგან შემდგარი ჩვენი გუნდი ყურადღებით აკვირდება წარმოების მთელ პროცესს ნედნეულიდან საბოლოო მზა პროდუქტის (სუნამოს შექმნმნის) ჩათვლით. ყველა პროდუქტი შემუშავებულია წამყვან ლაბორატორიებში ჩვენი პარფიუმერის უშუალო კონტროლის ქვეშ. კომპანია გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით შთაგონებულ სუნამოებს. სუნამოები ეფუძნება უახლესი მოდის ტენდენციებს. მზადდება ბუნებრივი და სინთეტიკური ნივთიერებების სურნელოვანი ნარევისგან, რომელიც შერეულია ალკოჰოლის ხსნარში. არომატული ზეთების კონცენტრაციის შესაბამისად არსებობს სხვადასხვა სახის პარფიუმები. ზოგადად, პარფიუმის კონცენტრაციის გაზრდა ასევე ზრდის სუნამოს ფასს და გამძლეობას.

Parfen-ის სუნამოები სრულად შეესაბამება ევროპის პარლამენტის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას და რეგულაციას. სუნამოები რეგისტრირებულია 2005/36/EC დირექტივის (პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება) და ევროპარლამენტის რეგლამენტის (EC) No1223/2009 შესაბამისად.