დაბრუნების პოლიტიკა

ვებ გვერდი Parfen.Ge წარმოადგენს შპს “შპს კოსმორიუმი”-ს (ს/კ 400364208) საკუთრებას.

პროდუქციის დაბრუნების და გადაცვლის პოლიტიკა

1. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები:

თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის დაკვეთის გადმოცემისას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია.. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.

2. დაბრუნება და გაცვლა:

მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები, ექსპლუატაციის და გამოყენების სხვა წესები. მაღაზია უფლებას იტოვებს აწარმოოს მომხმარებელთან საინფორმაციო კავშირი, მის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.

პროდუქტის დასაბრუნებლად მომხმარებელმა წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინოს  2 დღის განმავლობაში , პროდუქტის დაბრუნების მოთხოვნის ელ. ფორმის შევსებითა და წარდგენით. თქვენ უნდა შეინახოთ გაუქმების განცხადების ჩანაწერი; პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული, გარეცხილი ან დაზიანებული; შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული; პროდუქტი უნდა დაბრუნდეს თავდაპირველი შეფუთვით; პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს შეკვეთიდან 4 დღის განმავლობაში.